ჩვენი მიზანია არა ემოციური პროტესტი, არამედ ფაქტებზე დაფუძნებული ანალიზი, პროფესიული მსჯელობა და ერთიანი სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელიც დაიცავს ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს.
საქართველოში წარდგენილი „კრწანისი-გონიოს“ მასშტაბური ურბანული პროექტი, მიუხედავად მისი დეკლარირებული მიზნებისა, შეიცავს კრიტიკულ რისკებს, რომლებიც საზოგადოებრივი განხილვის მიღმა რჩება.
გაუმჭვირვალობა: გადაწყვეტილებები ქვეყნის სტრატეგიულ რესურსებზე (მიწა, საგადასახადო რეჟიმი) მიიღება ფართო საზოგადოების ჩართულობის გარეშე.
ეკოლოგიური საფრთხე: პროექტი ეხება საერთაშორისო კონვენციებით დაცულ გონიოს ზურმუხტის ზონას და თბილისის ეკოლოგიური ბალანსისთვის კრიტიკულ კრწანისის ტყეპარკს.
ეკონომიკური რისკი: პროექტის ფინანსური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა გადადის მოქალაქეებზე, მაშინ როცა სარგებელი მცირე ჯგუფებისთვის არის გათვლილი.
ინსტიტუციური კრიზისი: იგნორირებულია პროფესიული წრეების აზრი და არსებობს ინტერესთა კონფლიქტისა და კორუფციის მაღალი ალბათობა.
ჩვენი პოზიციაა - დუმილი ამ ვითარებაში დანაშაულის თანაზიარობაა. ქვეყნის მომავალი არ უნდა წყდებოდეს დახურულ კარს მიღმა!
თარიღი: 7 თებერვალი
ადგილი: ექსპო ჯორჯია, III პავილიონი
11:00 – 12:00 - რეგისტრაცია
სტუმრების მიღება და მასალების დარიგება
12:00 – 12:15 - გახსნა
საინიციატივო ჯგუფის მიმართვა და მიზნების გაცნობა
12:15 – 13:30 - პანელი I: ურბანული და სამართლებრივი რისკები
გაუმჭვირვალე გადაწყვეტილებები და ინსტიტუციური გამოწვევები
13:30 – 14:15 - შესვენება
ყავა და არაფორმალური დისკუსია
14:15 – 15:30 - პანელი II: ეკოლოგიური და გლობალური ეფექტი
კრწანისი და გონიო — ზურმუხტის ზონა და ეკოსისტემის დაცვა
15:30 – 16:30 - ღია დისკუსია
კითხვა-პასუხი და ფაქტების გადამოწმება
16:30 – 17:30 - დასკვნითი ნაწილი
რეზოლუციის მიღება და სამუშაო ჯგუფის ფორმირება