ჩვენი მიზანია არა ემოციური პროტესტი, არამედ ფაქტებზე დაფუძნებული ანალიზი, პროფესიული მსჯელობა და ერთიანი სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელიც დაიცავს ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესს.
საქართველოში წარდგენილი „კრწანისი-გონიოს“ მასშტაბური ურბანული პროექტი, მიუხედავად მისი დეკლარირებული მიზნებისა, შეიცავს კრიტიკულ რისკებს, რომლებიც საზოგადოებრივი განხილვის მიღმა რჩება.
გაუმჭვირვალობა: გადაწყვეტილებები ქვეყნის სტრატეგიულ რესურსებზე (მიწა, საგადასახადო რეჟიმი) მიიღება ფართო საზოგადოების ჩართულობის გარეშე.
ეკოლოგიური საფრთხე: პროექტი ეხება საერთაშორისო კონვენციებით დაცულ გონიოს ზურმუხტის ზონას და თბილისის ეკოლოგიური ბალანსისთვის კრიტიკულ კრწანისის ტყეპარკს.
ეკონომიკური რისკი: პროექტის ფინანსური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა გადადის მოქალაქეებზე, მაშინ როცა სარგებელი მცირე ჯგუფებისთვის არის გათვლილი.
ინსტიტუციური კრიზისი: იგნორირებულია პროფესიული წრეების აზრი და არსებობს ინტერესთა კონფლიქტისა და კორუფციის მაღალი ალბათობა.
არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი)
რატი ამაღლობელი
(პოეტი)
ხათუნა გოგალაძე
(გარემოს დაცვა)
კახა არცივაძე (ბიომრავალფეროვნება)
ნიკოლოზ ალავიძე
(ეკონომიკა)
ჰანს გათბროდი
(გამჭვირვალობა)
მარინა გულედანი
(კაპიტალის ბაზარი)
თარიღი: 7 თებერვალი
ადგილი: ექსპო ჯორჯია, III პავილიონი
11:00 – 12:00 - რეგისტრაცია
სტუმრების მიღება და მასალების დარიგება
12:00 – 12:15 - გახსნა
საინიციატივო ჯგუფის მიმართვა და მიზნების გაცნობა
12:15 – 13:30 - პანელი I: კრწანისი და გონიო: ზემოქმედება საზოგადოებასა და გარემოზე
მონაწილეები: არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი), რატი ამაღლობელი (პოეტი), ხათუნა გოგალაძე (გარემოს დაცვა), კახა არცივაძე (ბიომრავალფეროვნება).
კითხვა-პასუხი
13:30 – 14:00 - შესვენება
ყავა და არაფორმალური დისკუსია
14:00 – 15:15 - პანელი II: ეკონომიკური და სამართლებრივი რისკები,
გაუმჭვირვალე გადაწყვეტილებები და ინსტიტუციური გამოწვევები
მონაწილეები: მარინა გულედანი (კაპიტალის ბაზარი), ჰანს გათბროდი (გამჭვირვალობა), ნიკა ალავიძე (ეკონომიკა)
კითხვა-პასუხი
15:15 – 16:00 - დასკვნითი ნაწილი
რეზოლუციის მიღება და სამუშაო ჯგუფის ფორმირება
თბილისი, 7 თებერვალი, 2026
ჩვენ ქვემორე ხელის მომწერნი, სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენელი საქართველოს მოქალაქეები,
მიზნად ვისახავთ რა, საქართველოს კონსტიტუციის დანაწესი, რომლის მიხედვით ძალაუფლების წყარო არის ხალხი, საქმედ იქცეს,
შევიკრიბეთ, რათა ვიმსჯელოთ კრწანისში და გონიოში საქართველოს კუთვნილი მიწების გასხვისების შესახებ.
ვიმსჯელეთ ამ პროექტის შესაძლო რისკებზე საქართველოსა და მისი მოქალაქეებისთვის, ასევე საერთაშორისო საზოგადოებისთვის.
დავადგინეთ, რომ ეს პროექტი, შეიცავს შემდეგი სახის მნიშვნელოვან რისკებს და შესაძლო ზიანს:
სახელმწიფო ქონების განკარგვის და მთლიანად პროექტის გაუმჭვირვალობა, მათ შორის საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი ინფორმაციისთვის კომერციული საიდუმლოს სტატუსის მინიჭება და მისი ამ საბაბით გაუმჟღავნებლობა;
სახელმწიფო ქონების ეკონომიკურად დაუსაბუთებლად განკარგვა;
კრწანისის ჭალის ტყეების და ტყეპარკის ეკოსისტემების,გონიოში ფრინველთა გადაფრენის და ბუდობის ადგილზე, აგრეთვე, ზურმუხტის ქსელის არეალში, მშენებლობის წარმოების რისკების შეუსწავლელობა და დაუსაბუთებლობა;
ტყეპარკში საბჭოთა რეჟიმის რეპრესიების მსხვერპლთა დასაფლავების ადგილების შეუსწავლელობა და დაუცველობა.
პოტენციურ მიგრანტთა ნაკადების საზოგადოებაზე ზემოქმედების შეუსწავლელობა და დაუსაბუთებლობა;
შესაძლო კორუფციული ფულადი ნაკადების შემოდინება და გათეთრება.
ჩვენს თანამოქალაქეებს ვთხოვთ ყველა შესაძლო წყაროდან ითხოვონ ხელშეწყობა ამ რეზოლუციის თითოეულ ასპექტზე.
საქართველოს დე-ფაქტო მთავრობისგან მოვითხოვთ პროექტებთან დაკავშირებულ სრულ დოკუმენტაციას, კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვას, მათ შორის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ჩათვლით, ისევე როგორც ზემოაღნიშნული რისკებისა და შესაძლო ზიანის შესახებ ამომწურავ და მკაფიო წერილობით განმარტებას ფართო საზოგადოებისთვის.
ამ პროექტთან დაკავშირებულ ყველა იურიდიულ და ფიზიკურ პირს ვთხოვთ შეწყვიტოს მასზე მუშაობა და შეაჩეროს პროექტის მიმდინარეობა ვიდრე არ მოხდება საქართველოს მოქალაქეების ობიექტური ინფორმირება და არ შედგება ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსი.
ვქმნით მოხალისეობრივი და პროფესიონალური პრინციპებით დაკომპლექტებულ სამუშაო ჯგუფს, დანართის შესაბამისად და ვიზრუნებთ მისთვის მხარდაჭერის აღმოსაჩენად. ჯგუფის ამოცანაა საქართველოს მოსახლეობის და საერთაშორისო საზოგადოების ჯეროვანი ინფორმირება ამ პროექტის და მისი რისკების შესახებ. აგრეთვე, შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების ამოქმედება.
მიმდინარე საორგანიზაციო ხარჯები ფინანსდება შემოწირულობებით, რომლის ძირითად ნაწილს საორგანიზაციო გუნდი უზრუნველყოფს. ამავდროულად, მიგვაჩნია, რომ ფართო საზოგადოებრივი ჩართულობა და პასუხისმგებლობის გაზიარება მნიშვნელოვანია მყარი ერთობის ჩამოსაყალიბებლად. ვინაიდან სამომავლო საქმიანობაც საჭიროებს ფინანსურ რესურსს, მადლიერი ვიქნებით თქვენი მხარდაჭერისთვის.
რეკომენდარებული შემოწირულობა: 5-100 ლარის ფარგლებში.
რეკვიზიტები: სს „საქართველოს ბანკი“, ააიპ „გიორგი მაზნიაშვილის ქართული სოფელი“, ანგარიში: ბანკის კოდი - BAGAGE22 ანგარიშის ნომერი - GE38BG0000000611533037
ნიკოლოზ ალავიძე (ფინანსისტი),
ვახტანგ ბეჟიტაშვილი (საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები),
ჰანს გათბროდი (გამჭვირვალობა)
ნინო ზაუტაშვილი (ჟურნალისტი),
დათა კიზირია (ანალიტიკოსი),
გოგლა ჟვანია (პოლიტიკოსი),
ვიქტორ ყიფიანი (იურისტი),
ნიკა შურღაია (მენეჯერი),
ვალერი ჩეჩელაშვილი (დიპლომატი)
კახა ჩიქოვანი (თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკი)
ელფოსტა: confgonio@gmail.com
ექსპო ჯორჯია, III პავილიონი
აკაკი წერეთლის გამზირი 118
7 თებერვალი
11:00 - 17:30